ჰემანგიომებისა და ზედაპირული სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა ლაზერული სკლეროზირებით, Candela VBeam აპარატიით კავკასიის რეგიონში მხოლოდ ჩვენს კლინკაში მიმდინარეობს – სხვა არც ერთ კლინიკას არა აქვს გამოცდილება მსგავსი აპარატის გამოყენების და თავად აპარტიც, რომელიც სპეციალიზირებულია კონკრეტულად სისხლძარღვთა პათოლოგიებზე. არც ერთ სხვა ლაზერის აპარატს არა აქვს დადასტურებული ეფექტურობა ჰემანგიომებისა და სისხლძარღვთა მანკების მკურნალობის მიმართულებით. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს, სანქტ-პეტერბურგში, 20 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება ამ კონკრეტული მოდელის აპარატით და შედეგად განიკურნა 40 000-ზე მეტი ბავშვი აღნიშნული პათოლოგიით – ყველა შემთხვევაში, მკურნალობის გეგმისა (რეჟიმის) და რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიღებული შედეგი იყო კარგი/ძალიან კარგი.
ლაზერის გამოყენების პრინციპი ეფუძნება ვასკულარიზაციის დაქვეითებას პრობლემურ უბანში, და შედეგაგ მოხდეს წარმონაწმნის ზრდის პოტენციალის შეჩერება და რეგრესის დაჩქარება. კაპილარული დისპლაზიის შემთხვევებში, მოქმედების პრინციპი მიმართულია მცირეკაპილარული მიმოქცევის სკლეროზირებისა და განკურნებადი უბნის ეტაპობრივი „გაღიავებისაკენ“. მკურნალობა მიმდინარეობს კანის ზედაპირის დაზიანების გარეშე, არ ტოვებს იარებს და ნაწიბურებს, გვაძლევს მდგრად დადებით შედეგს.
საჭიროა შემდეგი აუცილებელი წესების დაცვა: მკურნალობა უნდა ჩატარდეს კურსის მიხედვით (როგორც წესი 1 კურსი მოიცავს 3 პროცედურას) შედეგის შეფასებით ყოველი კურსის შემდეგ. 1 წლის განმავლობაში ტარდება პროცედურის ფიქსირებული რაოდენობა – ეფექტი არის დაგროვებითი – არ აქვს აზრი მხოლოდ ერთი პროცედურის ჩატარებას ან არაფიქსირებული იმპულსების რაოდენობის გაკეთებას. მკურნალობის შედეგს აფასებს ექიმი დერმატოლოგი-ლაზერო თერაპევტი, სისხლძარღვთა ქირურგი, ჰემანგიომის შემთხვევაში ექიმი რადიოლოგი.
ლაზერული სკლეროზირებით მკურნალობა ჩვენს ცენტრში ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბავშვებისათვის არამედ ზრდასრულებისთვისაც (სპეციალურად მათთვის გამოყოფილ დროს), რადგანაც ჩვენი კლინიკის არსებობამდე მსგავსი შესაძლებლობა არ არსებობდა მრავალი წლის მანძილზე და ბავშვები, რომლებსაც უნდა მიეღოთ ადრეული მკურნალობა გაიზარდნენ და ისევ აქვთ „ბავშვობის“ დაავადება. ზრდასრულების მკურნალლობის შედეგები არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ბავშვების (იხ. ჩვენს გალერეაში ჩვენი პაციენტების შედეგები).
*ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, აღებულია მხოლოდ საშუალო სქემა.