დღეისათვის მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდი არის ბეტა-ბლოკერებით (პროპრანოლოლი, ატენოლოლი და ასე შემდეგ) მედიკამენტოზური თერაპია. 2008 წლის 12 ივნისს დოქტორმა ქრისტინ ლეოტე-ლაბრეზმა ბორდოს ბავშვთა საავადმყოფოდან (საფრანგეთი) და თანაავტორებმა გამოაქვეყნეს თავიანთი დაკვირვების შედეგები არასელექციური β-ბლოკატორის პროპრანოლოლის გამოყენებაზე ინფანტილური ჰემანგიომის მკურნალობაში, რაც გახდა მკურნალობის ახალი, ინოვაციური, ეფექტური მეთოდის გამოყენების დასაწყისი.
ბეტა-ბლოკერებით მკურნალობა უტარდებათ ძირითადათ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს. მკურნალობის დაწყება პრეპარატის დოზის შერჩევით ტარდება, ხშირათ – ჰოსპიტალიზაციის გზით, 3-7 დღის განმავლობაში. აუცილებელია კარდიოლოგის მიერ რეგულარული შემდგომი გამოკვლევა, ეკგ და გულის ექოსკოპია, ყოველდღიური მონიტორინგი, საჭიროებისამებრ, წამლის დოზის რეგულირება.
ყველაზე ხშირად, მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება დიდი ფართობის ან სწრაფად მზარდი ჰემანგიომების, მათი «ავთვისებიანი» ლოკალიზაციის დროს. ასეთი, ჰემანგიომა ყბა-სახის მიდამოში, იწვევს არა მხოლოდ ესთეტიკურ დარღვევებს, არამედ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის, ყლაპვის, ღეჭვის, მხედველობის, სმენის ფუნქციური დარღვევები, რაც იწვევს პაციენტების ინვალიდობას. ამ მხრივ, მკურნალობის ადრეულ და დროულ დაწყებას შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა. გამოყენების ჩვენება:
– პროლიფერირებული ინფანტილური ჰემანგიომა, რომელიც საჭიროებს სისტემურ თერაპიას;
– ჰემანგიომა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს ან უარყოფითად მოქმედებს სხეულის სისტემების ფუნქციონირებაზე;
– წყლულოვანი ჰემანგიომა, რომელიც ხასიათდება ტკივილით ან/და უშედეგოდ წინა წყლულოვან მკურნალობაზე;
– ჰემანგიომა მუდმივი ნაწიბურების ან დეფორმაციის პოტენციური რისკით