დაიბადა 1947 წლის 27 დეკემბერს ექიმების ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სანიტრად.
1965 წელს ჩააბარა ლენინგრადის პედიატრიულ სამედიცინო ინსტიტუტში (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო პედიატრიული უნივერსიტეტი), რომელიც დაამთავრა 1971 წ. სწავლის წლებში აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო – კვლევით სასაქმიანობაში, რომელიც გააგრძელა შემდგომში. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, რომლებიც მიეძღვნა ბავშვთა სისხლძარღვთა ქირურგიას.
1980 წ. ჩამოაყალიბა ანგიომიკროქირურგიის პრობლემური ლაბორატორია (ოქროს მედლები და უმაღლესი ხარისხის დიპლომები საკავშირო და სრულიად რუსეთის სტუდენტურ კონფერენციებზე ყოველწლიურად 1983-1998 წწ).
1987 წელს მისი ინიციატივით გაიხსნა ბავშვთა დღემდე უნიკალური ანგიომიკროქირურგიის განყოფილება, სადაც მუშავდება იმ ბავშვთა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები, რომლებსაც რთული რეკონსტრუქციული ჩარევა ესაჭიროებათ. განყოფილებაში ყოველწლიურად ატარებდნენ 400 ქირურგიულ ოპერაციას, კონსულტაციურ დახმარებას უწევდნენ 700-ზე მეტ ბავშვს.განყოფილების მასალებზე დაცულია სადოქტორო და თხუთმეტი საკანდიდატო დისერტაცია.
1996 – 2001 წწ. სანქტ-პეტერბურგის მთავარი ბავშთა ქირურგი.
ძირითადი ნამუშევრები წარდგენილია საერთაშორისო კონფერენციებზე: „პროგრესი და პრობლემები გულისა და სისხლძარღვების მკურნალობაში“ 1997 წ. სანქტ-პეტერბურგში; მე-2 ყრილობის მასალებში, ქ. როსტოვ-დონში; მე-4 კონგრესსზე „თანამედროვე ტექნოლოგიები პედიატრიაში და ბავშვთა ქირურგიაში“, მოსკოვში 2005 და 2006 წწ.; ინტერნაციონალურ კონგრესსზე გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში, ბარსელონა 2008 წ; მე-9 რუსეთის კონგრესსზე მოსკოვი 2010 წ; სანქტ-პეტერბურგის ვენოზური ფორუმი 2013 წ; 29-ე საერთაშორისო კონფერენცია ქ.რიაზანში 2014 წ; საერთაშორისო კონგრესი „სლავიანური ვენოზური ფორუმი „ ქ. ვიტებსკი 2015 წ; მე-12 საერთაშორისო კონფერენცია 2016 წ. ნოვოსიბირსკში.
პროფესორი დიმიტრი კუპატაძე ავტორია 310 სამეცნიერო შრომისა, მათგან 7 დაპატენტებული უნიკალური გამოგონება.
1999 წელს მიენიჭა „ქალაქ ლუივილის საპატიო მოქალაქის“ ჯილდო კენტუკის შტატში, მოხსენებისათვის ბავშთა სისხლძარღვთა ქირურგიის შესახებ, საერთაშორისო კონფერენციაზე მიძღვნილი ახალი საუკუნის მედიცინისადმი.
1999 წელს ამ მიმართულებას მიენიჭა პირველი პრემია რუსეთის ფედერაციის ქირურგიული პროგრამების კონკურსზე.
2004 – 2023 წწ. იყო სანქტ-პეტერბურგის მთავარი ბავშვთა ქირურგი, სანქტ-პეტერბურგის გულ-სისხლ ძარღვთა ქირურგიის პრობლემური საკითხების კომისიის წევრი, ბავშვთა ქირურგიისა და ანესთეზიოლოგია – რეანიმატოლოგიის საქალაქო კომისიის წევრი, სანქტ-პეტერბურგის ამბრუაზ პარეს სახელობის ბავშთა ანგეოლოგთა და სისხლძარღვების ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი.