ბავშვთა სისხლძარღვთა ქირურგია უნიკალური სპეციალობაა, რომელიც მედიკლაბ ქიდსის დაარსებამდე ფუნქციონირებდა მხოლოდ სანქტ-პეტერბურგში, პედიატრიულ უნივერსიტეტში, მე-4 ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ბაზაზე.

ბავშთა ქირურგიის ეს მიმართულება ვითარდება 1985 წლიდან. დამფუძნებელი არის ქართველი პროფესორი დიმიტრი კუპატაძე. სანქტ-პეტერბურგში მისი ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად ჩამოყალიბდა მედიცინის ახალი დარგი და დაარსდა ახალი ქირურგიული სკოლა. 40 წლის განმავლობაში მკურნალობა მიიღო სულ მცირე 50 000 ბავშვმა პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან, ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

ამ წლების განმავლობაში პროფესორი კუპატაძე აქტიურად მოღვაწეობდა საქართველოში, მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა ქართველ კოლეგებთან. იდეა, რომ მედიქლაბ ჯორჯიასთან ერთად გახსნილიყო პედიატრიული სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკა, 2022 წელს პროექტად იქცა.

ჩვენი კლინიკა არის MediClub Georgia-თან ერთობლივი პროექტი. MediClub Kids-ის ბაზაზე ხორციელდება პირველადი მიღება ყველა პაციენტების, მათი პირველადი დიაგნოსტიკა (ექო, სპეციალისტების კონსულტაცია, ფუნქციონალური გამოკვლევები და ა.შ) და სეგრეგაცია იმ პაციენტების, ვისთვისაც ამბოლატორულ მკურნალობა არის საკმარისი და იმათი ვინც საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას.

MediClub Kids-ს ბაზაზე ჩვენ ძირითადად ვკურნალობთ: ბავშვთა ჰემანგიომებს, ანგიო დისპლაზიებს (მაგ. ტელეანგიოექტაზიები, Port Wine-ბი და ა.შ), ვენოზურ დისპლაზიებს, ანგიომებს და სხვა სისხლძარღვთა „მცირე“ პათოლოგიას. მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ პაციენტს მედიქლაბ ქიდში პირველი დღიდან ბოლო ვიზიტამდე უტარდება სახვადასხვა გამოკველევები და იღებს მკურნალობას ჩვენი ალგორითმით და უნიკალური მეთოდებით (რის საფუძველსაც გვაძლევს ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, მულტიდისციპლინარული მიდგომა და ინდივიდუალური ანალიზი ყველა ცალკე აღებული შემთხვევის).

ასევე კლინიკის ბაზაზე მიმდინარეობს პედიატრთან და ვიწრო პედიატრიული მიმართულების სპეციალისტებთან მიღება: ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, დერმატოლოგის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის და ა.შ. ექოსკოპიური დიაგნოსტიკა ბავშვთა სისხლძარღვთა და პედიატრიულ პათოლოგიებზეა ფოკუსირებული. ჰემანგიომების (ზომები, განლაგება, ვასკულარიზაციის ვარიანტები, მალფორმაციების გამოვლენა) ექოსკოპიური ანალიზი არის ჩვენი Know how - ამ სფეროში ჩვენი სპეციალისტები პეტერბურგშიც, იქ სადაც ამ მიმართულებას საფუძველი ჩაეყარა და ყველა სხვა ქვეყანაში იყვნენ პირველები.
MediClubKids

გვეწვიეთ კლინიკაში და მიიღეთ სრულფასოვანი ინფორმაცია

დ.თავხელიძის 1