ბავშვებში სისხლძარღვთა დაავადებები ძალზე გავრცელებულია. ფაქტობრივად, ყოველ მე-4 – მე-5 ბავშვი აწყდება ასეთ პრობლემებს, ძირითადად (და საბედნიეროდ!) მსუბუქი ფორმით. ყველაზე ხშირად ჩვენ ვსაუბრობთ ზედაპირულ დაავადებებზე, როგორიცაა ჰემანგიომა და სისხლძარღვთა დისპლაზიები („ღვინის ლაქები“, „თანდაყოლილი ლაქები“). ამ დაავადებების სისტემური დისგნოსტიკა და მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში და კავკასიის რეგიონში ჩვენი კლინიკის დაარსებამდე არ ხდებოდა. მეცნიერული და პრაქტიკული მიდგომების სინთეზის, ასევე მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენ ვახდენთ სისხლძარღვთა დაავადებების მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების მქონე პაციენტების სწორ დიაგნოსტიკას და დროულად მკურნალობას.
ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს პირველადი მიღება ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ზომის ჰემანგიომების, ნებისმიერი სირთულის მქონე დისპლაზიების (პაციენტები მკვეთრად გამოხატული წითელი „ლაქებით“ სახეზე და ტანზე), ზედაპირული სისხლძარღვოვანი დაავადებების ნებისმიერი სახის გამოვლინებების მქონე პაციენეტების.
უკიდურესად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. ვიღებთ პაციენტებს დაბადების პირველივე დღიდან. პრობლემის დროული გამოვლინებისას შესაძლებელია მკურნალობის კურსის ეფექტურად ჩატარება. კლინიკაში მიმდინარეობს პირველადი კლინიკური და ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკა, მკურნალობა (როგორც წესი მკურნალობის კურსი მოიცავს მინიმუმ 3 პროცედურას, უმეტეს შემთხვევაში 1 თვიანი ინტერვალებით) და დინამიკაში დაკვირვება მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში.
თანამედროვე დიაგნოსტიკა, ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდი და მედიცინის ძირითადი პრინციპის დაცვა – „არ ავნო“ – ეს არის ჩვენი ცენტრისა და ექიმების მუშაობის ძირითადი პრინციპი.