ჩვენი მიზანია – არა მხოლოდ შევქმნათ სამკურნალო ცენტრი რომლიც, სანქ-პეტერბურგში ჩვენს გამოცდილებაზეა დაფუძნებული, არამედ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქართველ სპეციალისტებს, ასევე (რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია) გავზარდოთ ჩვენი სპეციალისტები ბავშვთა ანგიოლოგიისა და ანგიოქირურგიის მიმართულებით, ამით კი შევქმნათ, მხოლოდ საქართველოში მოქმედი, უნიკალური სკოლა! ამ მიმართულების სპეციალისტებს შეუძლიათ უმკურნალონ არა მხოლოდ პედიატრიულ სისხლძართა დაავადებებს, არამედ გაუწიონ არსებითი დახმარება ჩვენს კოლეგებს ამასთან დაკავშირებული სპეციალობებით: ბავშთა ანგიოქირურგების მიკროქირურგიული ტექნიკა გამოიყენება ქირურგიის ყველა სფეროში: აბდომინალური, თოროკალური, ონკოქირურგია და ა.შ
ამ მიზნით ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვგეგმავთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას საქართველოში არსებულ სასწავლო სამედიცინო დაწესებულებებთან: ტრენინგ პროგრამების ორგანიზება სპეციალისტებისათვის (ბავშვთა ქირურგები, ანგიოქირურგები, სხვადასხვა პროფილის პედიატრები), ლექციების ჩატარება უნივერსიტეტებში სტუდენტებისათვის და რეზიდენტებისათვის და შეძლებისდაგვარად სარეზიდენტო პროგრამების ორგანიზება სპეციალისტების აღზრდისათვის. დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერულ ნაწილს – პრობლემური ლაბორატორიის ჩამოყალიბება ასევე ხელს შეუწყობს ამ მიმართულების სპეციალისტების განვითარებას ჩვენს რეგიონში.
ჩვენს მიერ უკვე შექმნილია სამედიცინო ცენტრი. შემდეგი მიზანი არის გადავაქციოთ ის სამეცნირო-საგანმანათლებლო ბაზად ახალგაზრდა ექიმებისა და სპეციალისტებისათვის, რათა გავზარდოთ მედიცინის დონე და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი ჩვენი პატარა მოქალაქეებისათვის.